იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.3%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, მათივე ცნობით, იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 683.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ექსპორტი 446.4 მლნ აშშ დოლარი (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ აშშ დოლარი (13.3 პროცენტით მეტი) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი საანგარიშო პერიოდში 790.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა.