მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ცენტრალური ბანკი დასახელდა

ცენტრალური ბანკების პოპულარობა პრაქტიკულად არ იზომება, თუმცა თუ მის პოპულარობას თუ სოციალურ ქსელებში მიმდევრების რაოდენობით განვსაზღვრავთ, ასეთის დასახელება და ლიდერის გამოვლენა მარტივია.

ასე მაგალითად, სოციალურ ქსელ Twitter-ში ყველაზე პოპულარული ცენტრალური ბანკი ინდონეზიის ცენტრალური ბანკია, რომელსაც თურმე 625 ათასი გამომწერი ჰყავს. როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, იმავე სოციალური ქსელის მიხედვით, ლიდერ სამულში მოხვდნენ მექსიკის ცენტრალური ბანკი და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა. ორივე მათგანს ასეულობით ათასი მიმდევარი ჰყავს.

რაც შეეხება აქტივობას Twitter-ში, გამარჯვებულ ინდონეზიის ცენტრალურ ბანკს სულ 12 ათასი ჩანაწერი ჰქონია, მათ შორის მოიძებნება განახლებადი ინფორმაცია რეფინანსირების განაკვეთზე, ინფლაციაზე და ასევე ვიზუალური ინფორმაცია, სადაც მაგალითად ნახავთ ვიდეორგოლს, თუ როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან ყალბი და ნაღდი კუპიურები. როგორც გამოცემა წერს, ინდონეზიის ცენტრალური ბანკის ტვიტები მეტი პოპულარობით სარგებლობს ჩვეულებრივ მომხმარებლებში, ვიდრე ეს ამერიკასა და მექსიკაში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდონეზიის ცენტრალური ბანკის პოპულარობა, ზოგადად ქცვეყანაში Twitter-ის პოპულარობამ გამოიწვია, ამ ქვეყანაში ამ სოციალურ ქსელის 24 მილიონი ექაუნთია დარეგისტრირებული და ის აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

კოკა კვირკველია