ცნობილი მეცნიერი და ნობელის პრემიის ლაურეატი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. ფიზიკოს-თეორეტიკოსებს შორის ჰოკინგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მოწინავე მეცნიერად ითვლებოდა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო კოსმოლოგიას და კვანტურ გრავიტაციას მოიცავდა.
21 წლის ასაკში ჰოკინგს ლუ გერიგის დაავადება ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, რომელიც ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს და მას სრულიად უმწეოს ხდის. 30 წლიდან ჰოკინგი ეტლს იყო მიჯაჭვული, თუმცა სამეცნიერო მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და მსოფლიოს მეტყველების გენერატორის მეშვეობით ეკონტაქტებოდა.
სტივენ ჰოკინგი 76 წლის იყო.