ირაკლი ღარიბაშვილი : დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია ჰესის მშენებლობას არაფრით უკავშირდება

დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია არაფრით უკავშირდება ჰესის მშენებლობას.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"ამ თემაზე იყო გარკვეული სპეკულაცია, რომელიც გარკვეულმა ჯგუფმა წამოიწყო. სტიქია დარიალის ჰესიდან 20 კილომეტრის მოშორებით მოხდა და სწორედ ჰესის გვირაბმა გაატარა წყლის ნაკადი, რითაც კიდევ უფრო დიდ კატასტროფას ავცდით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში გააკეთა, სადაც "ხობი 2" ჰესის მშენებლობა იწყება.