სახელმწიფო საგარეო ვალი წლიურად 1,377 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა

მიმდინარე წლის 28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 13,149 მილიარდ ლარს (5,303 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA); აზიის განვითარების ბანკი (ADB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 28 თებერვლის მდგომარეობით 2,898 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; ADB-ის მიმართ ვალი 2,658 მილიარდ ლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს ვალი 1,846 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

ცნობისთვის, 31 იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფოს საგარეო ვალი 13,315 მილიარდი ლარზე (5,332 მილიარდ დოლარზე) მეტი იყო. აღსანიშნავია, რომ ერთ წელში სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,377 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით საგარეო ვალი 11,772 მილიარდ ლარზე (4,556 მლრდ დოლარზე) მეტს მეტს შეადგენდა.