400-ზე მეტი ახალგაზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთიანდება ევროკავშირის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ თემებზე სამუშაოდ.
მიიღე მონაწილეობა და გამოხატე შენი პოზიცია.
მიმდინარეობს დელეგატების, კომიტეტის ხელმძღვანელებისა და საორგანიზაციო ჯგუფის დაკომპლექტება!
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 27 წლამდე სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს.
პროექტის გამარჯვებულებს ელით თავბრუდამხვევი პრიზები:
I ადგილი - 100% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
II ადგილი - 50% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
III ადგილი - 30% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
პროექტის ჩატარების თარიღია: 2018 წლის 8-10 ივნისი.
სამუშაო კომიტეტები:
1.საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი
2.თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი
3.ადამიანის უფლებათა კომიტეტი (აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა)
4.საგარეო საქმეთა კომიტეტი (აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა)
5.საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი
6.ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტი
7.იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
მონაწილეობის საფასური - 50 ლარი
მონაწილეობის საფასური მოიცავს:
1.პროექტში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით
2.საერთაშორისო სერთიფიკატს
3.სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას
4.ყველა საკონფერენციო მასალით უზრულველყოფას
5.კვებას
საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ნებაყოფლობით) 3 ღამე - 80 ლარი
დელეგატის აპლიკაცია:
კომიტეტის ხელმძღვანელის აპლიკაცია: https://goo.gl/Eauppa
საორგანიზაციო გუნდის წევრის აპლიკაცია: https://goo.gl/t4V6SN
"ევროპის აკადემიური ცენტრი"
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, კოსტავას N67ტ: +995(32)2 238 234; 593 57 53 25; 574 334 777
eapmodelling@gmail.com
(R)