პრემიერი "აწარმოე საქართველოშის" პრეზენტაციას გამართავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციას გამართავს.

აღნიშნული ღონისძიება ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე დააანონსა.

"სწორედ აქ, სამეგრელოში დღეს მინდა დავაანონსო ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ხვალ თბილისში გაიმართება. ჩემი ინიციატივით, იწყება სახელმწიფო პროგრამა - "აწარმოე საქართველოში". ეს გულისხმობს ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონსა და ბოლოს ყველა სოფელში ტრადიციული ქართული წარმოების აღდგენას და აღორძინებას. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი პროდუქცია, რომლის შემოტანის აუცილებლობაც არ გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს სამუშაო ადგილებს და ხალხი დასაქმდება. ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს უცხოურს და ყველასთვის საამაყო იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.