ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოუწოდებს, რომ გაუკვალავ თოვლში სრიალის დროს უსაფრთხოების ნორმები დაიცვან.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის ზვავსაშიშროების საფრთხე გაიზარდა.
"ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, მოჰყვა ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სწორედ ამიტომ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის გთხოვთ, მოქმედ სათხილამურო კურორტებზე დაემორჩილოთ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მომზადებულ მარკირებულ ნიშნებს.
აგრეთვე, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას", - აღნიშნულია "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" განცხადებაში.