„ავტოსტატის“ ექსპერტებმა ევროპის ის ქვეყნები დაასახელეს, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ავტომანქანა გაიყიდა.
სააგენტომ სტატისტიკა ევროპის ავტომწარმოებლებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით შეადგინა.
„ავტოსტატის“ სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში ავტომანქანების რეალიზაციის მხრივ პირველ ადგილზე იყო გერმანია. ფედერაციულ რესპუბლიკაში თებერვალში 261 749 ავტომობილი გაიყიდა.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა იტალია, სადაც თებერვალში 181 734 ავტომანქანა გაიყიდა. მესამე ადგილზე კი საფრანგეთი გავიდა, აქ თებერვალში 168 897 მანქანა გაიყიდა.
ხუთეულში ასევე მოხვდნენ - რუსეთი- 125 000 ავტომანქანით და ესპანეთი - 110 474 მანქანით.