ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4394 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4394 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4400 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსიც ცვლილებამ 0.0006 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0166 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0100 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.