"კომპანია “სითი პარკის“ ხელმძღვანელები მზად არიან დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით", - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
კომპანიაში გამოეხმაურნენ თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მერიამ კომპანია „სითი პარკს“ შესთავაზა შეხვედრა, რათა გადაბარების პროცესში ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობებზე მომხდარიყო მსჯელობა.
“ოფიციალური წერილი შეხვედრაზე გადაბარებასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელები მზად არიან დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ კომპანიაში.