საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე.
შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ გაგრძელდეს აქტიური დიალოგი, რაც ხელს შეუწყობს GCC-ის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ბიზნეს და ტურისტული გარემოთი დაინტერესებას.