მინდა დავარწმუნო ზუგდიდის, ანაკლიისა და ახლომდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, რომ ჩვენი ყურადღება იქნება მაქსიმალური, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მიმდინარე წელს ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, რომ მოხდეს აღნიშნული რეგიონის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია და სხვადასხვა სეგმენტის მქონე პირთა დაინტერესება.
ეკონომიკის მინისტრი აღნიშნულ პერიოდს გარდამავალს უწოდებს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება რამდენიმე მუსიკალური weekend-ი, მათ შორის ერთი ვრცელი, 4-დღიანი მუსიკალური weekend-ი. ასევე კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება.
„წელს ჩვენ გარდამავალი პერიოდი გვექნება ანაკლიაში, რაც მთავარია მინდა დავარწმუნო ზუგდიდის, ანაკლიის და ახლომდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, რომ ჩვენი ყურადღება იქნება მაქსიმალური. გარდა შაბათ კვირებისა, იქნება ბევრი ღონისძიება, რათა ჩავიყვანოთ ბევრი ახალგაზრდა, ჩატარდება ბევრი ღონისძიება, რათა იქ ცხოვრება მაქსიმალურად დატვირთული იყოს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.