ბრაზილიამ ამერიკას შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლოს.
ამის მიზეზი კი, როგორც ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი აცხადებს, ამერიკის მხრიდან რკინაზე დაწესებული გადასახადია.
„თუ ამ სიტუაციიდან, ასე ვთქვათ, მეგობრული გამოსავალი არ გამოიძებნა, ჩვენ მოვახდენთ მიმართვის ფორმულირებას მსო-ში, თანაც არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან და ცალმხრივად, არამედ მოვიმხრობთ სხვა ქვეყნებსაც, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებით იზარალეს“, - ამის შესახებ როგორც ადგილობრივი გამოცემა Globo იუწყება, მიშელ ტემერმა ლათინური ამერიკისთვის სან-პაულუში გახსნილ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნისას განაცხადა.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მარტს ოფიციალურად განაცხადა რკინაზე 25%-იანი და ალუმინზე 10%-იანი გადასახადის დაწესების შესახებ. მისივე სიტყვებით, აღნიშნული ბრძანება ძალაში შევა 15 დღეში. მანამდე კი აშშ დააკვირდება სავაჭრო პარტნიორების რეაქციებს, ხოლო თავად გადასახადი დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედებს.
ბრაზილია ამ დროისთვის კანადის შემდეგ მეორე ადგილზეა აშშ-ში რკინის ექსპორტით. მისი რკინის ექსპორტის მოცულობის ერთი-მესამედი სწორედ ამერიკაში მიემართება.
კოკა კვირკველია