რუსეთიდან კაპიტალის გადინება იზრდება

2018 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის კერძო სექტორიდან კაპიტალის გადინება 2,2 ჯერ გაიზარდა და რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით 9,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

შედარებისთვის, ერთი წლით ადრე, იმავე პერიოდში რუსეთიდან  მხოლოდ 4,4 მილიარდი რუბლის კაპიტალი გავიდა.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, კაპიტალის გადინების ზრდა დაკავშირებულია უცხოური აქტივების ზრდასთან. რუსეთის საერთაშორისო რეზერვები იანვარ-თებერვალში 23,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე პროფიციტური ანგარიშების საგადასახადო ოპერაციების ბალანსი ამავე პერიოდში 20,8 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

მთლიანად 2017 წლის განმავლობაში რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ 31,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სუფთა უცხოური ინვესტიციის გადინებამ ამ მიმდინარე წელს 100 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი, როგორც რუსეთში აცხადებენ, გამოწვეულია ნავთობზე ფასების დაცემითა და მათთვის არადამაკმაყოფილებელი კორპორაციული ახალი ამბებით.

სუფთა კაპიტალის გადინება ეწოდება სხვაობას საზღვარგარეთ საერთო გადინებულ კაპიტალსა და საზღვარგარეთიდან შემოსულ კაპიტალს შორის.

კოკა კვირკველია