სინგაპური კიდევ ერთხელ - მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია

ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის კვლევითი განყოფილების Economist Intelligence Unit (EIU)-ის მიერ ყოველწლიურ რეიტინგში - „ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები“ სინგაპური უკვე მეხუთე წელია ლიდერობას არ თმობს.

მას მოჰყვებიან მეორე ადგილზე პარიზი და ციურიხი.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ტოპ ათეულში არიან ჰონგ-კონგი, ოსლო, სეული, ჟენევა, კოპენჰაგენი, თელ-ავივი და სიდნეი. ტოკიო, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს ლიდერობდა ამ სიას, ახლა მხოლოდ მე-11 ადგილზეა. ასევე ათეულში ვერ მოხვდნენ ამერიკული ქალაქები, ამის მიზეზად კი დოლარის შესუსტება სახელდება. ნიუ იორკი ჩამონათვალში მხოლოდ მეცამეტეა, ხოლო ლოს-ანჯელესი მე-14.

ცხოვრების გაძვირების ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება მეხიკოში, რაც პესოს კურსის ვარდნითაა ძირითადად გამოწვეული. ამ მხრივ მეორე ადგილზეა სანტიაგო და მას მოჰყვება კიევი.

რაც შეეხება ყველაზე იაფ ქალქებს და შესაბამისად, ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ბოლო ადგილზე მყოფ ქალაქს, ეს არის ინდოეთის ბენგალური, რომელიც 133-ე ადგილზეა რეიტინგში. მასთან ახლოს არიან ასევე შენაი ჩინეთიდან, კარაჩი პაკისტანიდან, ნიუ დელი ინდოეთიდან, ასევე კარაკასი, დამასკო, ალმა ატა, ლაგოსი, ალჟირი და ბუქარესტი.

EIU ქალაქების სიძვირის ინდექსს წელიწადში ორჯერ ადგენს და ათვლით წერტილად იყენებს ნიუ იორკის საცხოვრებელ ფასს, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს 400 სხვადასხვა პროდუქტისა და 160 სხვადასხვა მომსახურების ფასს.

კოკა კვირკველია