2017 წელს საქართველოში 16 471 ჰიბრიდული ტიპის და 818 ელექტრო სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან მიაწოდეს.
ამასთან, მათივე ცნობით, ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებზე დარიცხულმა აქციზის გადასახდელმა თანხამ 23,284,870.28 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ელექტრომობილებს, ცნობისთვის, ელექტრომობილები აქციზის გადასახადისგან თავისუფალია, შესაბამისად, ბიუჯეტში მათი იმპორტის შედეგად თანხა არ შესულა.
გარდა ამისა, გასული წლის განმავლობაში საქართველოში 14 076 მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი განხორციელდა. მათზე დარიცხული აქციზის გადასახდელი თანხა კი 14 722 308.1 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე გასამმაგდა, ჰიბრიდულებზე კი შემცირდა.