გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10 ადამიანი დაშავდა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ათივე დაშავებულს გაეწია სამედიცინო დახმარება.
ადგილზე მუშაობდა სასწარაფო სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი. პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებული მოქალაქეები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.
ასევე თბილისიდან გაგზავნილია რეანომობილები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს თბილისში გადმოიყვანს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.