RMG GOLD, RMG COOPER და „მაინინგ ინვესთმენთსი“ 2017 წელს საქართველოს 50 უმსხვილეს ინვესტორთა შორის მოხვდნენ

„საქსტატის“ 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციის მოცულობისკუთხით, RMG-სთან დაკავშირებული 3 კომპანია წამყვან პოზიციებს იკავებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად კომპანია RMG GOLD ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს 50 უმსხვილეს ინვესტორთა შორის არიან კომპანიები: RMG GOLD, RMG COOPER და „მაინინგ ინვესთმენთსი“.

„საქსტატმა“ 2017 წელს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციის მოცულობის შესახებ წინსაწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტში RMG-სთან დაკავშირებული 3 კომპანია წამყვან პოზიციებს იკავებს. მძიმე მრეწველობაში RMG საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს რეგიონში სამთო მოპოვებითი დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

RMG-ს ინვესტიცია მიმართულია საქართველოს 40 წლიანი, ისტორიულად პრობლემური საწარმოს რეაბილიტაციისა და განვიათარებისთვის. RMG-ს მიერ საქართველოში განხორცილებული ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიის პრიორიტეტებზეა გაწერილი, როგორიც არის გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოება.

კომპანია RMG-მ 2017 წლის ზაფხულში წარადგინა გარემოსდაცვითი პოლიტიკა. კომპანიაში შემუშავებული სამოქმედო გეგმის 70% სამუშაოები უკვე დაწყებულია. მათ მიერ საქართელოში განხორცილებული ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის სწორ განვითარებას“, - აცხადებენ RMG GOLD-ში.