დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომხდარმა ფაქტმა ტურისტულ სეზონზე არ იმოქმედოს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფაქტმა ტურისტულ სეზონზე არ იმოქმედოს,

- ამის შესახებ პირველმა ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ იმოქმდებს გუდაურში მომხდარი შემთხვევა ტურისტულ სეზონზე.

„არ უნდა იმოქმედოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ იმოქმედოს და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ერთი ვერტმფრენი გუდაურში უკვე ჩაფრინდა და მეორე ვერტმფრენსაც ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე. მათგან, ამ წუთებში შვედეთის მოქალაქე ქალი, რომელიც ორსულადაა, ასევე უკრაინის ერთი მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში გადმოჰყავთ.