1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4457 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4457 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსიც ცვლილებამ 0.0019 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0158 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0213 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.