Juniper Research და Intel-ის ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგი შეადგინეს.
კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით 20 ქალაქი შეისწავლეს და აქედან საუკეთესო ათეული გამოავლინეს.
„ჭკვიანად“ ითვლება ის ქალაქები, სადაც ინტერნეტ-ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს ინფრასტრუქტურის მართვაში ეხმარება, საკმაოდ კარგად არის განვითარებული.
ექსპერტები თვლიან, რომ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს შეუძლიათ ადამიანების ცხოვრება შეცვალონ და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითი გავლენაც კი მოახდინონ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქების ათეულს.
10. მელბურნი - ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქი მელბურნი რეიტინგში მე-10 ადგილზეა. მან საუკეთეო შედეგი აჩვენა „ჯანდაცვისა“ და „მობილურობის“ კატეგორიაში.
9. ბარსელონა - ესპანეთის ეს ქალაქი საუკეთესო აღმოჩნდა „მობილურობის“ მხრივ. გარდა ამისა, ის „პროდუქტიულობის“ თვალსაზრისით მე-7 ადგილზე გავიდა. კარგი მაჩვენებლები მიიღო „ჯანდაცვის“ შეფასებისას. რაც შეეხევა „უსაფრთხოებას“, ამ მხრივ ბარსელონას კარგი შეფასება არ მიუღია, ის ამ კატეგორიაში მე-14 ადგილზე აღმოჩნდა.
8. ტოკიო - იაპონიის დედაქალაქმა საუკეთესო შედეგი აჩვენა “ჯანდაცვაში“. კატეგორიებში „მობილურობა“ მე-9 ადგილზე, „უსაფრთხოება“ კი მე-6 ადგილზე გავიდა.
7. ბერლინი - საერთო რეიტინგში გერმანიის დედაქალაქი მე-7 ადგილზე გავიდა. საუკეთესო შედეგები ბერლინმა აჩვენა კატეგორიებში „ჯანდაცვა“ და „პროდუქტიულობა“. „უსაფრთხოების“ კატეგორიის მიხედვით კი მე-15 ადგილზე აღმოჩნდა.
6. სეული - სამხრეთ კორეის დედაქალაქმა „ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა. საუკეთესო რეიტიგნი ქალაქმა „ჯანდაცვის“ კატეგორიაში მიიღო (მე-2 ადგილი). „უსაფრთხოების“ კატეგორიაში კი სეულმა მე-4 ადგილი დაიკავა.
5. ჩიკაგო - ამერიკის ეს ქალაქი საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე გავიდა. ყველაზე მაღალი შეფასება ჩიკაგომ კატეგორიებში „უსაფრთხოება“ და „პროდუქტიულობა“ მიიღო.
4. სან-ფრანცისკო - სან-ფრანცისკო საერთო რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს. ქალაქმა საუკეთესო შედეგი მიიღო კატეგორიაში „მობილურობა“ (მე-2 ადგილი.). კატეგორიაში „პროდუქტიულობა“ სან-ფრანცისკო მე-4 ადგილზე გავიდა.
3. ნიუ-იორკი - ამერიკის ქალაქი ნიუ-იორკი საერთო რეიტინგში მე-3 ადგილზე გავიდა. ყველაზე მაღალი შეფასება ქალაქმა კატეგორიაში „უსაფრთხოება“ მიიღო (მე-2 ადგილი). „მობილურობის“ მხრივ კი ქალაქი მე-4 ადგილზე გავიდა. კატეგორიაში „პროდუქტიულობა“ და „ჯანდაცვა“ ნიუ-იორკი მე-6 ადგილზე აღმოჩნდა.
2. ლონდონი - დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა საერთო რეიტინგში მე-2 ადგილი დაიკავა. კატეგორიებში „მობილურობა“ და „ჯანდაცვა“ ლონდონმა მე-3 ადგილი დაიკავა.
1.სინგაპური - სინგაპური რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. ანალიტიკოსების თქმით, ქალაქს აქვს ერთ-ერთი საუკეტესო სატრანსპორტო სისტემა მსოფლიოში. საერთო ჯამში, ქალაქში ცდილობენ, გზებზე კერძო ტრანსპორტის მოძრაობა შემცირდეს, რათა ჰაერის დაბინძურება ნაკლებად მოხდეს. გარდა ამისა, სინგაპურში კარგად არის განვითარებული ციფრული მომსახურება მედიცინაში. ასევე, სინგაპურში დამნაშავეების დასაკავებლად იყენებენ ვიდეოკონტროლის ტექნოლოგიას.