„იაპონიის კეთილსინდისიერი კონკურენციის კომისიამ“ (JFTC), კომპანია Amazon Japan-ის ტოკიოში მდებარე ოფისი ამ კვირაში უკვე მეორედ გაჩხრიკა.
ამის მიზეზი გახდა ეჭვი, რომ კომპანია სხვა რითეილერებზე ზეწოლას ახდენდა - წერს CNN.
ანტიმონოპოლიური ორგანოს წარმომადგენლები ცდილობდნენ ეპოვათ სამხილი, რომ Amazon-ი საკუთარ პლატფორმაზე პროდუქციის დაბალ ფასში რეალიზებისას საკუთარ დანაკარგებს რითეილერებს აკისრებს.
Amazon Japan-ის წარმომადგენელს აღნიშნულის დეტალებზე არ უსაუბრია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ კომპანია ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
გასულ წელს JFTC-ი იღებდა მონაწილეობას გარჩევაში „ამაზონსა“ და რითეილერებს შორის, რომლებისგანაც კომპანია ითხოვდა საკუთარ პლატფორმაზე პროდუქციის ფართო ასორტიმენტის განთავსებას, მისთვის საუკეთესო პირობებით. აღნიშნული ქმედება კომპანიამ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცვლილებები შეიტანა რითეილერებთან ხელშეკრულებაში.
იაპონია მსოფლიოში მესამე ადგილზეა ელექტრონული ვაჭრობის სფეროში, აშშ-სა და ჩინეთის
შემდეგ და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და რენტაბელურ ბაზარს Amazon-ითვის. 2016 წელს Amazon-მა მის მთავარ იაპონელ კონკურენტ Rakuten-ს აჯობა და მისმა შემოსავლებმა პირველად შეადგინა 10,8 მილიარდი დოლარი.
კოკა კვირკველია