საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან სულ 32,967 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 5 მლნ დოლარზე მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოდან ფულადი გადარიცხვები ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში 24,675 მლნ დოლარი გადაირიცხა, 2015 წელს - 27,145 მლნ დოლარი, 2016 წელს - 27,575 მლნ დოლარი, 2017 წელს - 27,935 მლნ დოლარი, 2018 წლია იანვარ-თებერვალში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნიდან 32,967 მლნ დოლარი გადაირიცხა.
ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა რუსეთში გადაირიცხა. 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში 7,4 მლნ დოლარი გადაირიცხა. 2,1 მლნ დოლარის გზავნილი განხორციელდა უკრაინაში, ხოლო 1,4 მლნ დოლარის თურქეთში. ხუთეულში არიან აზერბაიჯანი - 856 ათასი დოლარი, საბერძნეთი - 825 ათასი დოლარი.
რაც შეეხება საქართველოში განხორციელებულ გზავნილებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს 2 თვეში 223,900 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც დაახლოებით 45 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 178,0 მლნ დოლარი იყო.