გუდაურის საბაგირო, რომელზეც დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანია The Doppelmayr/Garaventa Group -ის მიერ არის დამონტაჟებული.
საბაგიროების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია 1892 წელს დააარსდა. როგორც The Doppelmayr-ის ოფიცალურ საიტზეა აღნიშნული, კომპანიას მსოფლიოს 92 ქვეყანაში 14 800 საბაგირო აქვს დამონტაჟებული. ასევე, The Doppelmayr/Garaventa Group-ს ფილიალები მსოფლიოს 40 ქვეყანაში აქვს.
„კომპანია ორიენტირებულია მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, The Doppelmayr/Garaventa Group-ის შემკვეთები თანამედროვე და უსაფრთხო საბაგიროებს იღებენ“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ საიტზე.
რაც შეეხება საქართველოს, The Doppelmayr/Garaventa Group საქართველოში 2011 წელს შემოვიდა და მას შემდეგ, წლების განმავლობაში გუდაურის საბაგირო გზის ტენქიკურ შემოწებას და რეაბილიტაციას ახდენს.
დღეს, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უკრაინის, შვედეთის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები.