რომელი ქვეყნებიდან და რამდენი მიგრანტი ცხოვრობდა საქართველოში 2017 წელს

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი, 40 ათასი რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა.

ამის შესახებ „პიუს კვლევითი ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელშიც მსოფლიოში მიგრანტთა 1990-2017 წლის მონაცემებია მიმოხილული.

კვლევის თანახმად, რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი, 10-10 ათასი უცხოელი საქართველოში სომხეთიდან და უკრაინიდან ცხოვრობდა. ამასთან, გასული წლის მონაცემებით, საქართველოს 10 ათასზე ნაკლები ადამიანი ჰყავდა - აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ბელორუსიდან. ქვეყნების ჩამონათვალში არიან ასევე: უზბეკეთი, გერმანია, მოლდოვა, თურქეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ირანი და ა.შ., საიდანაც საქართველოში ათასზე ნაკლები მიგრანტი ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, გასულ წელს 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, რუსეთიდან მიგრანტთა რაოდენობა გაზრდილია, უკრაინიდან და სომხეთიდან კი შეცვლილი არ არის. კერძოდ, pew research center-ის კვლევის 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 30 ათასი რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კვლევითი ცენტრის 1990 წლის მონაცემებით, ტოპ 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი მიგრანტი ცხოვრობდა, სომხეთი ვერ მოხვდა. კერძოდ, 1990 წლის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი - 150 ათასი მიგრანტი რუსეთიდან; 50 ათასი - უკრაინიდან; 20 ათასი - ყაზახეთიდან; 20 ათასი - ბელორუსიდან; ხოლო 10 ათასი მიგრანტი უზბეკეთიდან ყავდა.