2017 წლის განმავლობაში გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს სუფთა მოგება წინა წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 2,37 მილიარდი ევრო შეადგინა.
ხოლო კომპანიის ბრუნვა 12,4%-ით არის გაზრდილი.
როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ წინა წლის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, Lufthansa უკვე მესამე წელია, რაც შემოსავლის მიხედვით რეკორდებს ამყარებს.
„ჩვენს მიერ წარმოებულ მოდერნიზაციას აქვს მყარი ეფექტი. ჩვენ მივაღწიეთ საუკეთესო მაჩვენებელს კომპანიის არსებობის მანძილზე,“ - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა კარსტენ შპორმა.
მისი თქმით, კომპანიამ ახერხებს დანახარჯების შემცირებას, ისე რომ ეს არ აისახოს კომპანიის კლიენტებზე და ამავდროულად, მოახდინონ ინვესტირება მომსახურების ხარისხში
Lufthansa-ს ბრუნვა გასულ წელს 12,4%-ით 35,58 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
მსგავსი მატება დაფიქსირდა მათ შორის გაკოტრებული ავიაგადამზიდი კომპანია Air Berlin-ის შესყიდვით. როგორც dpa წერს, ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, კომანიის აქციების ფასი საფონდო ბირჯებზე 2,7%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 26,9 ევრო შეადგინა.
კოკა კვირკველია