აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში თვითმმართველობებიც ჩაერთვებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგოლე სოლომონ პავლიაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული. მათივე ინფორმაციით, დამონტაჟდება მონიტორინგის სიტემები და შედეგების მიხედვით დაიგეგმება ღონისძიებები.

შეხვედრაზე ასევე, კოლხეთის ეროვნული პარკის 9000 ჰა ტერიტორიაზე მუნიციპალური მმართველობის განხორციელების შესაძლებლობები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოების განხორციელების სამომავლო პერსპექტივები და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, არაექსტენციის ფუნქციების თვითმმართველობების გადაცემაზე იმსჯელეს.