Spotlight 2014-ის 14 სპიკერის ვინაობა ცნობილია

Spotlight 2014-ის 14 სპიკერის ვინაობა უკვე ცნობილია.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით,  თბილისი 8 ივნისს რიგით მეორე ქართულ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მასპინძლობს.

"Spotlight 2014 ბევრად მასშტაბური იქნება და მას ამჯერად 350 დელეგატი ეყოლება. "სასიამოვნო სიახლედ იქცა ის ფაქტი, რომ წელს შესაძლებელი იქნება ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა, რაც ყველა მსურველს მისცემს შანსს, პირადად მოისმინოს 14 ძალიან საინტერესო ისტორია. ბილეთები 20 მაისს www.biletebi.ge-ზე გაიყიდება და 25 ლარი ეღირება. რაც შეეხება ღონისძიების ფორმატს, ის უცვლელია: Spotlight 2014-ს ეყოლება 14 სპიკერი, რომლებიც შეეცდებიან აუდიტორიას 13 წუთში საკუთარი ცოდნა და პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილება გაუზიარონ", - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ისევე, როგორც წინა ღონისძიებაზე, სპიკერების სია ამჯერადაც საკმაოდ შთამბეჭდავია და ასე გამოიყურება: დავით გელაშვილი (ბორჯომი), ირინა დუმბაძე (ACT), საშა კაცმანი (საქართველოს ბანკი), ნიკა გვენცაძე (Geocell), ბაჩო მებურიშვილი (Betterfly), გარი კოები (TBC ბანკი) დავით ბირმანი (საქართველოს ბანკი), თინათინ სტამბოლიშვილი (GPIH), თათა მორჩილაძე (ახალი ნათება), ირაკლი საღინაძე (Formula creative), კახა მაღრაძე (GEPRA), ირაკლი კაკაბაძე (TV11), კონსტანტინე ბათმანიდი (რუსთავი 2) და ნათია კვაჭანტირაძე (Wissol Group).

Spotlight 2014-ის სპონსორები არიან: პლატინის სპონსორი - ბორჯომი, ოქროს სპონსორი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი "ეისითი" (ACT), გენერალური სპონსორი - სარეკლამო კომპანია Patio Art, ვერცხლის სპონსორი - სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა". ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio და Rembow. მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), Mymaika.ge.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია. მედია მხარდამჭერები: TV11, TV11, PalitraTV, ტაბულა, რადიო "იმედი", ჟურნალი "გზა", Ipn.ge, Bpn.ge, Forbes, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge, Pink.ge, FocusTV, Marketer.ge.