საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კურუფციონერებისგან 100 მლრდ დოლარი ამოიღო

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტში 100 მილიარდი დოლარის დაბრუნება მოახერხა, მას შემდეგ, რაც 2017 წლის ნოემბერში, 11 პრინცი და 4 მინისტრი დააპატიმრა.

ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა.

თანხის მოცულობა 100 მილიარდ დოლარს აღემატება. თუმცა ამის ნამდვილი მიზეზი არა ამ თანხის ამოღება იყო, არამედ იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ დაგვესაჯა კორუმპირებულები და გაგვეგზავნა მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც ჩართულები არიან კორუფციულ სქემებში. ისინი კანონის წინაშე წარსდგებიან“ - განაცხადა პრინცმა.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში საუდის არაბეთის ანტიკორუფიცულმა კომიტეტმა, რომელსაც მემკვიდრე პრინცი ხელმძღვანელობს, 200 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყვნენ პრინცები, მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები. მათ ბრალი ედებოდათ ფულის გათეთრებაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, მექრთამეობში და გაფლანგვაში.

უკვე იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა პრინცმა ალ-ვალიდ ბინ თალიმ, რომლის ქონებაც Bloomberg-მა 17,7 მილიარდ დოლარად შეაფასა, გამოთქვა სურვილი გაიღოს „მოწყალება“.

კოკა კვირკველია