პარლამენტის წევრს პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება. ასეთი ქმედება მისთვის ხელფასის დაქვითვას გამოიწვევს.
შესაბამისი ცვლილებება პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რეგისტრაციას, მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში ხელფასის 5% დაუკავდება, მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-სა.
აღნიშნული პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის მიერ საპატიო და არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევებს არ შეეხება.
ამასთან, პარლამენტის წევრს პასუხისმგებლობა დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ორზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.
რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს ირაკლი კობახიძემ, თამარ ჩუგოშვილმა და გიორგი კახიანმა წარუდგინეს.