"ბიზნესპრესნიუსის" გამოკითხვით, რესპონდენტთა 58.5% დანაზოგს ბანკში ინახავს

„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 58.5%-ის თქმით, დანაზოგს ბანკში ინახავს.

გამოკითხვაში მონაწილეთა 24.4% კი დანაზოგს სახლში ინახავს. 10.9%-ის თქმით კი დანაზოგს უძრავ-მოძრავ ქონებაში აბანდებს, ხოლო 5.2%-ს გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

გამოკითხვა საიტზე 16 იანვრიდან 20 მარტამდე მიმდინარეობდა.