საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და "ყაზმუნაიგაზს" შორის “ყასტრანგაზ-თბილისში“ წილის გასხვისების შესახებ პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ინდუსტრიული ჯგუფის პრესსამსახურიდან აცნობეს.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აწარმოებდა მოლაპარაკებას ყაზახურ მხარესთან, კერძოდ, კორპორაცია „ყაზმუნაიგაზთან“, შპს „ყასტრანგაზ-თბილისის“ საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილის 100% გამოსყიდვის შესახებ.
გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ“, - ნათქვამია ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებაში.