კანადელი წყვილი - ნიკი და დარისი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და საკუთარ ბლოგზე მკითხველს შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მათ უკვე 35 ქვეყანა შემოიარეს, მათ შორის საქართველო. მათ გვერდზე საინტერესო სტატია აღმოვაჩინეთ სათაურით - "ჩვენი ყოველდღიური ბიუჯეტი იმ ყველა ქვეყანაში, სადაც ვიმოგზაურეთ". როგორც ნიკი წერს, 35-ვე ქვეყანაში სტანდარტულ, ე.წ. ქვეით ტურისტებად იყვნენ. ისინი ყველგან, ყველაზე იაფიან, 2 ადამიანზე გათვლილ კერძო ოთახს ირჩევენ, თანხას ექსკურსიებზე ხარჯავენ, ყველგან სვამენ ლუდს, მაგრამ არასდროს მიდიან ღამის კლუბებში, სადილობენ და ზოგიერთ ადგილას მოტოციკლს, ან ავტომობილს ქირაობენ.
"გაეცანით ჩვენს გამოცდილებას და მის საფუძველზე დაგეგმეთ შვებულება", - წერს წყვილი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფასები 2 ადამიანისთვისაა განკუთვნილი ამასთან, მოიცავს ქვეყანაში შესვლისთვის ვიზას.
"საქართველო: (დღეში 108 დოლარი): ეს თანხა მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქისთვის, თბილისისთვისაა განკუთვნილი. ოთახში 1 ღამეში 50 დოლარი გადავიხადეთ, ფასში საუზმეც შედიოდა. საკვები ძალიან ძვირია (დაახლოებით 10 დოლარი) მაგრამ გემრიელი. თანხაში შედის ტრანსპორტი თურქეთიდან (50 დოლარი/პერსონა/გზა) და საკმარისი რაოდენობის ლუდი. ვიზა 30 დღის განმავლობაში უფასოა. ალკოჰოლზე ფულის დაზოგვა ქალაქის სხვადასხვა ღვინის მაღაზიებში უფასო ღვინის სინჯის დაგემოვნებით შეგიძლიათ", - წერია სტატიაში. რაც შეეხება ქვეყნების ნუსხას, სადაც 1 დღის სამყოფი თანხაა მითითებული, ის ასე გამოიყურება: იხილეთ ვრცლად