ლონდონში მდებარე რკინიგზის სადგურში „ვიქტორია“ ევაკუაცია გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის სახანძრო სამსახური „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„მეხანძრეები არიან გამოძახებული რკინიგზის სადგურში, რათა გაარკვიონ აალების მიზეზი. ადგილზე ორი ბრიგადა იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინციდენტის სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.