მომსახურების სფეროში აღმოჩენილი დარღვევები - ”ჰოთსეილი” ხარისხზე მონიტორინგს ამკაცრებს

მომსახურების ხარისხი - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მრავალმხრივი მუშაობა და ჩართულობა სჭირდება, თუმცა მცდელობა ნაკლებია. მომსახურების ხარისხი არაერთ მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს და რიგ შემთხვევაში დარღვევებმა შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩაატარეს 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში. შემოწმების პროცესი კვლავ გრძელდება.

მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების კეთილსინდისიერების საკითხი კიდევ ერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. გააქტიურდა საზოგადოების ჩართულება ხარისხის მონიტორინგის კუთხით. როგორც გავარკვიეთ, ბიზნესოპერატორების არაკეთილსინდისიერ საქციელთან ბრძოლა გააძლიერა კომპანია ”ჰოთსეილმაც”, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად ათობით მომხმარებელი სხვადასხვა სახის მომსახურებას დიდი ფასდაკლებით იღებს. "ჰოთსეილის" დირექტორის თათული ზაკალაშვილის განმარებით, მათი მონიტორინგის ჯგუფი ყოველთვის აკონტროლებდა პარტნიორი კომპანიების მომსახურების ხარისხს, თუმცა ახლა ეს პროცესი გაძლიერებულია.

”ბოლო პერიოდში კომპანიებმა და მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს ვაუჩერების გაყალბება. კომპანიაში მისულ კლიენტს ხშირად ეუბნებიან, რომ ვაუჩერის თანხაც ადგილზე გადაიხადონ და ისინი გადმორიცხავენ. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ბოლო პერიოდში გახშირდა მომხმარებლების ზარები ჩივილით, რომ კვების ობიექტებში პატარა პორციები აქვთ, არასრული მენიუ შესთავაზეს ან სალონში დამატებითი თანხა გადაახდევინეს. ამ ყველაფრით პირველ რიგში მომხმარებელი ზარალდება და სწორედ ამიტომ გავაძლიერეთ მონიტორინგი,” - განმარტავს "ჰოთსეილის" დირექტორი თათული ზაკალაშვილი.

კომპანია პრობლემის გადაჭრას მისტიური მყიდველების საშუალებით ცდილობს. დარღვევის პირველად აღმოჩენის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანია გაფრთხილებით შემოიფარგლება. პრეცედენტის გამეორებისას დისკვალიფიკაციას იღებს ერთი თვით, შემდეგ ჯერზე - ორი თვით. კიდევ ერთხელ აღმოჩენის შემთხვევაში კი ”ჰოთსეილი” მასთან თანამშრომლობას სრულად წყვეტს.

”უკვე რამდენიმე კომპანია გავუშვით. ჩვენ მათგან მხოლოდ კეთილსინდისიერებას ვითხოვთ, სანაცვლოდ კი საქმიანობის განვითარებისა და გაფართოების დიდ შესაძლებლობებს ვთავაზობთ. გვინდა, თითოეულმა კომპანიამ იგრძნოს, რამდენად მნიშვნელოვანია ”ჰოთსეილის” როლი მის განვითარებაში. პარტნიორებს სხვადასხვა არხების საშუალებით ნახვარ მილიონიანი აუდიტორიის წვდომას სრულიად უფასოდ ვთავაზობთ. რაც ჩვენს გარეშე ათობით ათასი ლარი დაუჯებოდათ. სწორედ ამიტომ არ დავუშვებთ თაღლითობას. მათი არაკეთილსინდისიერების შედეგად ზარალდება როგორც ჩვენი იმიჯი, ისე მომხმარებელი. ზოგადად, ჩვენი კომპანია ხარისხის ერთგვარი გარანტიაა, რადგან პარტნიორ კომპანიებს თანამშრომლობის დაწყებამდე კარგად ვამოწმებთ. არ დავუშვებთ, რომ მათ ხარისხი გააფუჭონ, პორციები შეამცირონ ან სხვა წესები დაარღვიონ. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც აქტიურად ზრუნავს მომხმარებელზე და ასე გავაგრძელებთ,” - დაამატა თათული ზაკალაშვილმა.

”ჰოთსეილი” ქართული ბაზარზე ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა. ამჟამად საიტზე 800 კომპანიის 1600 აქტიური შეთავაზებაა. ”ჰოთსეილს” რამდენიმე ძირითადი მიმართულება აქვს. ესენია კვება, ესთეტიკა და თავის მოვლა, დასვენება, გართობა და კინო, რომელიც არსებულ შეთავაზებებს წელს დაემატა და უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

”ჰოთსეილი” ყოველთვის ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და სწორედ ამ მიზნით დავამატეთ კინოს კატეგორია. ბილეთებთან ერთად, ფასდაკლების მიღება შესაძლებელია პოპკორნსა და პეპსიზეც,” - დაამატა ”ჰოთსეილის” დირექტორმა.