მაშინ, როდესაც მსოფლიო Game of Thrones-ის დასასრულის მოლოდინშია, ჟანრის მოყვარულებს მისი დასრულებით გამოწვეულ დანაკლისს კომპანია „ამაზონი“ შეუვსებს, რომელმაც შეიძინა „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალის გადაღების უფლება.
ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით სერიალის გადაღებას კომპანია ძალინ დიდი ოდენობის თანხას მოახმარს. საუბარია, 500 მილიონის დახარჯვაზე სერიალის პირველ ორ სეზონზე. ეს მაშინ, როდესაც „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე ძვირადღირებული მეექვსე სეზონზე ტელეკომპანიამ HBO მხოლოდ 100 მილიონი დახარჯა.
ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებული „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია დღემდე პოპულარობით სარგებლობს, მაინც სარისკოა ამ მოცულობის თანხის დახარჯვა სერიალზე, რომელსაც არ იცი მაყურებელი როგორ მიიღებს. არსებული ინფორმაციით, პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებლის“ სამივე ნაწილზე ჯამში მხოლოდ 281 მილიონი დაიხარჯა.
ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დაიწყებს Amazon-ი სერიალის გადაღებას, შესაბამისად, უცნობია მისი გამოსვლის თარიღიც, თუმცა ნავარაუდევია, რომ პირველი სეზონი 2020-21 წლებში გამოვა.
კოკა კვირკველია