ჯაკარტაში ქართული კულინარიის ფესტივალი გაიხსნა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული კულინარიის ფესტივალი გაიხსნა.

ღონისძიებას ინდონეზიაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი, ცნობილი ადგილობრივი კულინარები და მეღვინეები, ინდონეზიის მაღალი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული კერძები სპეციალურად ამ გამოფენისთვის ჯაკარტაში ჩასულმა ქართველმა შეფ-მზარეულმა ვახტანგ დევდარიანმა და ჯაკარტელმა პარა ქუინმა ერთობლივად მოამზადეს.

ფესტივალი ერთი კვირა გასტანს და ამ პერიოდის განმალობაში ქართული ტრადიციული კერძები ჯაკარტის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორან "ფიესტის" მენიუში იქნება შეტანილი.

ღონისძიებას მუსიკალურად ქართული ფოლკ-ჯაზ ბენდი "ირაო" აფორმებდა.