ბათუმის ნაწილში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდა

ბათუმის გარკვეულ ნაწილში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდა. ამის შესახებ, ბათუმის საკრებულოს 16 მარტის დადგენილებაშია საუბარი.

კერძოდ, როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თბილისის მოედანი პარკომეტრით აღჭურვილ პარკირების საერთო ადგილად განისაზღვრა და იქ პარკირების საათობრივი გადასახადი დადგინდა.

კერძოდ, ამ ტერიტორიაზე, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით განისაზღვრა: 1 საათი – 1 ლარი; ყოველი შემდეგი 1 საათი – 1 ლარი.