“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს სერგეი რუმასს შეხვდა.
ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, “საპარნტიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციას ფონდის მანდატის, საინვესტიციო პროექტებში ფინანსური თანამონაწილეობის პრინციპების, საქმიანობის მთავარი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“საპარნტიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და მისმა მოადგილე ნათია თურნავამ ბელარუსის მხარეს ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს და დელეგაციასთან მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი რუმასმა ბანკის საქმიანობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ განვითარების ბანკისა და “საპარნტიორო ფონდის“ მუშაობის სპეციფიკა და პრინციპები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ბელარუსი საქართველოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობით არის დაინტერესებული, ხოლო “საპარტნიორო ფონდი“, როგორც სანდო პარტნიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის საქმიან ურთიერთობაში.
“საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტთან ერთად, შეხვედრას ბელარუსის ექსპორტ-იმპორტის დაზღვევის კომპანია ბელექსიმგარანტის გენერალური დირექტორი გენადი მიცეკვიჩი ესწრებოდა.
ცნობისთვის, მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლო სფეროებისა და მიმართულებების შესახებ ისაუბრეს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.