შვეიცარული ბანკი UBS AG დათანხმდა 230 მილიონი დოლარის გადახდას ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლების პრეტენზიის დარეგულირებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო იპოთეკური ობლიგაციების გაყიდვებთან 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე.
როგორც შტატის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმანმა განაცხადა, ჯარიმა ითვალისწინებს ასევე კლიენტების კომპენსაციას 189 მილიონის ოდენობით და 41 მილიონის გადასახდელს შტატის სასარგებლოდ.
ბანკს ბრალი დასდეს ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში, რომლებიც გამყარებული იყო საცხოვრებელი იპოთეკით, რომელთა ხარისხი არ შეესაბამებოდა მოქმედ სტანდარტებს.
უფრო ადრე ანალოგიური საქმეზე ბრიტანული ბანკი RBS დათანხმდა გადაეხადა ჯარიმა 500 მილიონის ოდენობით, ბანკებმა JPMorgan Chase-მა და Bank of America-მ კი თავის დროზე- 1 მილიარდი და 800 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
კოკა კვირკველია