ვაკეში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

თბილისში, ვაკის რაიონში შესაძლოა, ახალი სასტუმრო აშენდეს. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ განაცხადი მერიის არქიტექტურის სამსახურში გასული წლის სექტემბერშია შესული.

პროექტის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა ატენის ქუჩის შესახვევში იგეგმება, მისი დამკვეთი კი შპს "ჰიდროლეა ტრეიდინგია".

„შენობის მიწის დონის ზემოთ 8 სართულია, სადაც განთავსებულია სასტუმროს ნომრები, ოფისები, სასადილო და დამხმარე სათავსოები, ხოლო მიწისქვეშა 1 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი. ტერიტორიაზე შემოსვლა ხდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, საპროექტო ტერიტორიაზე მოწყობილი ცალმხრივი სამანქანო გზის მეშვეობით გარს უვლის შენობას და ისე გადის ნაკვეთიდან. მიწის დონეზე მოწობილია მწვანე საფარი და მიწისქვეშ ჩასასვლელ-ამოსავლელი სამანქანო პანდუსი. შენობის მეორედან მეშვიდე სართულის ჩათვლით განთავსებულია სასტუმროს 112 ნომერი და 1 კაფე,“- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში. bpn bpn