Amazon-მა კაპიტალიზაციით Alphabet-ს გაასწრო და მსოფლიოში მეორე კომპანია გახდა

ინტერნეტ-რითეილერი კომპანია Amazon.com საფონდო ბირჟებზე გასულ დღეებში გამართული ვაჭრობის შედეგად მსოფლიოს ნომერ მეორე კომპანია გახდა კაპიტალიზაციის ოდენობით.

მან გაუსწრო კომპანია Alphabet-ს, რომელიც გახლავთ Google-ის მფლობელი ჰოლდინგი - წერს The Financial Times.

Alphabet-ის აქციების კვოტირება 0,2%-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც Amazon-ის ფასიან ქაღალდებზე ფასმა 2,7%-ით მოიმატა. შედეგად კი Amazon-ის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 768 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 761 მილიარდია. პირველ ადგილს კვლავინდებურად ინარჩუნებს კომპანია Apple, რომლის კაპიტალიზაცია ამ დროისთვის 889 მილიარდი დოლარია და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.

ამასთან, შეგახსენებთ Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა ჟურნალ Forbes-ის განახლებულ რეიტინგში.

კოკა კვირკველია