მეწარმეებს 2 მილიონ დოლარამდე სესხის მიღების საშუალება ექნებათ

იმ მეწარმეებს, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი საწარმოები, 2 მილიონ დოლარამდე სესხის მიღების საშუალება ექნებათ.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ "ექსპო ჯორჯიაში", პროექტ "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა "აწარმოე საქართველოში" მიმართულია კერძო ბიზნესის დაფუძნებაზე, რაზეც სახელმწიფოს დახმარება იქნება. მინისტრის განმარტებით, მეწარმეებს სახელმწიფო სხვადასხვა კუთხით დახმარებას გაუწევს, მათ შორის როგორც ფინანსურს, ისე კონსულტაციების მხრივ.

"იმ მეწარმეებს, რომელბსაც სურთ, შექმნან ახალი საწარმოები, როგორც აგრო, ისე სამრეწველო მიმართულებით და სურთ გაჩერებული საწარმოების ამუშავება, ექნებათ საშუალება მიიღონ დახმარება სახელმწიფოსგან, მიიღონ სესხები 2 მილიონ დოლარამდე, ასევე, კონსულტაციები, განახორციელონ ინვესტიცია და აწარმოონ ქართული პროდუქცია", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.