საბა კვირკველია პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მოხვდა.
რუსულმა გამოცემა sports.ru-მ პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში 59-ე ადგილზე მოსკოვის "ლოკომოტივის" ლიდერი საბა კვირკველია მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, წელიწადში 1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რომელიც 68 ფეხბურთელისგან შედგება და ფეხბურთელის მინიმალური წლიური შემოსავალი 1.5 მილიონი ევროა, "ლოკომოტივის" ერთბაშად 15 მოთამაშეა.
საუკეთესო ათეულში კი კვირკველიას ორი თანაგუნდელია. მე-2 ადგილზე 4.5 მილიონი ევროთი ხორვატი ლეგიონერი ვედრან ჩორლუკა გავიდა, მე-4 ადგილზე კი, 3.8 მილიონი ევროთი, მანუელ ფერნანდეშია.
ხოლო რეიტინგის პირველ პოზიციას "ზენიტის" ლეგიონერი ლეანდრო პარედესი იკავებს, რომელიც წლიურად 5 მილიონ ევროს იღებს.
58-ე ადგილზე ასევე 1.7 მილიონი ევროთი მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქიაა.