შალვა ფიფიას დიდი ოდენობით პრემიების გაცემა არასწორად მიაჩნია

სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიას სახელმწიფო უწყებებში დიდი ოდენობით სახელფასო დანამატების გაცემა არასწორად მიაჩნია.

"არ ვთვლი, რომ სწორია დიდი ოდენობით სახელფასო დანამატების გაცემა", - აღნიშნა შალვა ფიფიამ ჟურნალისტებთან საუბარში. თუმცა, მისივე თქმით, საჯარო სამსახურში გარკვეული საპრემიო სისტემა უნდა არსებობდეს.

რაც შეეხება შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.