პეკინი ვაშინგტონის საპასუხოდ ამერიკულ იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადს გაზრდის - ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ზომები მიღებული იქნება დანაკარგის დაბალანსებისთვის, რომელსაც ამერიკის მხრიდან რკინასა და ალუმინზე დაწესებული გაზრდილი გადასახადი გამოიწვევს.
საუბარია 128 დასახელების ამერიკულ პროდუქციაზე, რომელთა იმპორტი ჩინეთში 2017 წელს 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია გადასახადის 15%-მდე გაზრდა ამერიკიდან იმპორტირებულ ხილზე, მშრალ ხილზე, ღვინოზე, უჟანგავ მეტალზე და რამდენიმე სხვა პროდუქციაზე, რომელთა ჯამი 2017 წელს 977 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მეორე ეტაპზე მოხდება გადასახადის 25%-ით გაზრდა იმპორტირებულ 8 პროდუქტზე, მათ შორის ღორის ხორცზე და სხვა პროდუქციაზე, რომელთა ღირებულებამ 2017 წელს 1,992 მილიარდი დოლარი შეადგენდა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის განკარგულებით დღეიდან ძალაში შედის იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე გაზრდილი გადასახადი. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებით ვაშინგტონი ასევე გაზრდის გადასახადს მთელ რიგ ჩინურ პროდუქციაზე, რომელთა იმპორტის ჯამი წლიურ 60 მილიარდ დოლარს აღწევს.
კოკა კვირკველია