მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლებს შორის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი, დიდ ბრიტანეთში პირველი ბიზნესის სკოლა Henley Business School ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და საქართველოს მენეჯმენტის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, საქართველოში უპრეცედნტო პროგრამას სთავაზობს ბიზნეს ლიდერებს. სამაგისტრო პროგრამა Flexible Executive MBA, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პირობებით გახდა ხელმისაწვდომი, მსოფლიო რეიტინგის უმაღლეს ლიგაში 33-ე პოზიციას იკავებს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განმარტებით, Henley Business School Flexible Executive MBA წარმოადგენს შერეულ სასწავლო პროგრამას პროფესიონალებისთვის, რომელთაც უკვე მიაღწიეს მენეჯმენტში წარმატებას, ახლა კი სურთ დარგში უახლესი ცოდნის მიღება, მსოფლიოში არსებულ, გავლენიან ბიზნეს წრეებთან კავშირების დამყარება და საერთაშორისო ბაზრებზე ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით მუშაობა.
Henley Business School არის ერთერთი იმ 75 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია გააჩნია: AACSB, EQUIS, AMBA.
საუნივერსიტეტო რეიტინგების ცვალებადობის მიუხედავად, ჰენლი მუდმივად რჩება მსოფლიო ლიდერად, ისეთ სარეიტინგო სისტემებში როგორებიცაა Financial Times, The Economist, The Guardian და სხვა. პროგრამის სტრუქტურის მოქნილობა და მისი თავსებადობა სამუშაოსთან, ჰენლის ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და პრაქტიკაზე ორიენტირი, უპრეცედენტოდ დაბალი ფასი სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით, მოდულების სხვადასხვა კამპუსებში გავლის შესაძლებლობა, მდგრადობა და კონკურენტუნარიანობა, გამოარჩევს ჰენლის ბიზნესის სკოლას მსოფლიოში.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, პროგრამის მიმართ დაინტერესება მაღალია. კანდიდატებს შორის კერძო და სახელმწიფო სექტორის ტოპ მენეჯერები არიან, სარეგისტრაციო პროცესი გრძელდება და 2018 წლის 30 ივლისს დასრულდება.
ჰენლის ბიზნესის სკოლის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: