საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Knight Frank-მა შეადგინა იმ ქალაქების რეიტინგი, სადაც ელიტური უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს.
ექსპერტებმა შეისწავლეს მსოფლიოს 20 მსხვილი ქალაქი და რანჟირება მოახდინეს იმის მიხედვით, თუ რომელ ქალაქში რამდენი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის შეძენა არის შესაძლებელი 1 მლნ დოლარად.
გთავაზობთ 10 ქალაქს ყველაზე ძვირადღიღებული ელიტური უძრავი ქონებით.
1.მონაკო
ყველაზე ძვირი ელიტური უძრავი ქონება მონაკოშია, აქ 1 მლნ დოლარად მხოლოდ 16 კვადრატული მეტრის ფართობის შეძენა შეგიძლიათ.
2.ჰონკონგი
ჰონკონგში ცხოვრებაც ძვირია და შესაბამისად, ელიტური უძრავი ქონებაც არაა იაფი. ამ ქალაქში 1 მლნ დოლარადა მხოლოდ 22 კვადრატული მეტრის ყიდვა არის შესაძლებელი.
3.ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია. იქ 1 მილიონ დოლარად ელიტური უძრავი ქონების მხოლოდ 25 კვადრატული მეტრის ყიდვა არის შესაძლებელი.
4. ლონდონი
ლონდონი მსოფლიო ფინანსური ცენტრია. ქვეყნის ეკონომიკის მეხუთედი სწორედ ლონდონშია. ამასთან, ლონდონი მსოფლიოში უძრავი ქონების სიძვირითაც გამოირჩევა. იქ ერთ მილიონ დოლარად მხოლოდ 28 კვადრატული მეტრის ელიტური უძრავი ქონების შეძენაა შესაძლებელი.
5.სინგაპური
სინგაპურში საბაზრო ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, იქ გადასახადებით დაბალია, რაც ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქ უძრავი ქონება საკმაოდ ძვირია. სინგაპურში 1 მილიონ დოლარად შესაძლებელია 39 კვადრატული მეტრის ელიტური უძრავი ქონების შეძენა.
6.ჟენევა
ჟენევაში რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა განთავსებული, მათ შორის, გაეროს, წითელი ჯვრის და ა.შ. ქალაქში 1 მილიონ დოლარად 41 კვადრატული მეტრის ელიტური უძრავი ქონების შეძენაა შესაძლებელი.
7. პარიზი
პარიზი საფრანგეთის ფინანსური და კულტურული ცენტრია. პარიზში ელიტური უძრავი ქონება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. 1 მილიონ დოლარად იქ შესაძლებელია 47 კვადრატული მეტრი ელიტური უძრავი ქონების შეძენა.
8. სიდნეი
სიდნეიში 1 მილიონ დოლარად შესაძლებელია 48 კვადრატული მეტრი ელიტური უძრავი ქონების შეძენა. სიდნეი მსოფლიოში პოპულარულია ოპერის თეატრით, ხიდებით და პლიაჟებით.
9. შანხაი
ჩინეთის ამ ქალაქში 54 კვადრატული მეტრის ელიტური უძრავი ქონება 1 მილიონი დოლარი ღირს. შანხაი როგორც ჩინეთშიო, ასევე მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქია.
10. ლონ-ანჯელესი
ლოს-ანჯელესი გარდა იმისა, რომ არის მსოფლიო კულტურული და სამეცნიერო ცენტრი, ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს კინოსა და მუსიკის ინდუსტრიის განვითარების მხრივ. ამ ქალაქში 1 მილიონ დოლარად შესაძლებელია 58 კვადრატული მეტრის ფართის ელიტური უძრავი ქონების შეძენა.