The Greatest Showman-ის საუნდტრეკი ბრიტანეთში რეკორდებს ამყარებს

წლის ყველაზე ხმაურიანი მიუზიკლის „უდიდესი შოუმენის“ საუნდტრეკი დიდ ბრიტანეთში რეკორდების დამყარების ზღვარზეა.

გამოსვლის დღიდან დღემდე ალბომი ზედიზედ 11 კვირაა რაც პირველ ადგილს ინარჩუნებს, ეს კი 2011 წლის შემდეგ არ მომხდარა რა დროსაც ასევე უწყვეტად, 11 კვირის განმავლობაში ლიდერი იყო ბრიტანელი მომღერლის ადელის ალბომი „21“.

ბრიტანული ჩარტების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი კი 1958-1960 წლებზე რა პერიოდშიც ზედიზედ 70 კვირის განმავლობაში ლიდერი იყო ფილმ South Pacific-ის საუნდტრეკი.

The Greatest Showman-ის საუნდტრეკი წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომია დიდ ბრიტანეთში და ამ დრომდე რეალიზებულია მისი 465,000 ეგზემპლარი. ამ გაყიდვების საერთო რაოდენობიდან 40% მოდის ფიზიკურ მატარებლებზე.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ფილმი „უდიდესი შოუმენი“ ბრიტანელმა კინომცოდნეებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, „უდიდესი შოუმენი“ ასევე წარმატებული იყო კინოსალაროებში და მიმდინარე წლისთვის მეორე ადგილზეა „შავი პანტერას“ შემდეგ ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის 37,5 მილიონი გირვანქა სტერლინგით.

კოკა კვირკველია